“თითოეულს გაგაცნობდით, შორიდან შექმნილი იმიჯი ძალიან განსხვავდება რეალობისგან” – მარიამ გეგუჩაძე “სირცხვილიას” აქტივისტების უცნობ ფოტოებს აქვეყნებს

აქ­ცია “სირ­ცხვი­ლი­ას” ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი,  ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შვილი,  მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და  მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უც­ნობ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

“თემას რომ ვწერდე ” როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები” ამ ადამიანების დეტალური აღწერით დავიწყებდი. მოვყვებოდი როგორი მნიშვნელოვანია იდეალისტების გარემოცვა. თითოეულ მათგანს გაგაცნობდით, რადგან შორიდან შექმნილი იმიჯი როგორც წესი ძალიან განსხვავდება რეალობისგან.

თემის შემდეგი ნაწილი იქნებოდა ქუჩაში გატარებული 83 დღე. ქვეყნის სამსახურში დგომა, თავისუფლებისთვის ბრძოლა. კიდევ ბევრ რაღაცას დავწერდი და ალბათ დავწერ კიდევაც.

თემის ბოლოს ყველა ჩემ თანამებრძოლს გავაგებინებდი რომ თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან მიყვარს.”