თორნიკე დიასამიძე ხელწერილით გაათავისუფლეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ ორივე პირი  ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.