აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. რიჟვაძის ამ კომენტარს “ბათუმელები” ავრცელებს.
“ეს განაპირობა პირველ რიგში ნაცმოძრაობის ქმედებამ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში, მათთვის ძალაუფლების დაკარგვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში არიან გადასული. ცდილობენ, რომ რაიმე სახით დააზიანონ ეს ქვეყანა, დააზიანონ საქართველოს მოსახლეობა და შექმნან ნიჰილიზმის, უიმედობის განცდა, რაც ტურიზმზეც, ლარის კურსზეც, ეკონომიკის განვითარებაზეც, აისახება”, — ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.