თოკოს ტრავმის შესახებ “ბასკონიას” ხორვატმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა ისაუბრა. მისი თქმით, ქართველი კალათბურთელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და იგი 3 თვე ვერ შეძლებს თამაშის გაგრძელებას.
პირველადი ინფორმაციით თორნიკე შენგელიას რეაბილიტაცია 3-4 კვირა უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ექიმების ვარაუდი არ გამართლდა.
შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესაში მადრიდის “რეალთან” მატჩში დაშავდა.წარმოგიდგენთ მის გამორჩეულ მომენტს ამ მატჩიდან და მომენტს, როცა ტრავმა მიიღო.
{{VIDEO}}