თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტისთვის შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ნაქერალას უხელტეხილის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”- აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.