გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღის ბოლოდან 18 მარტამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.
,,15 მარტს, დღის ბოლოდან 18 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დრო გამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი”,- წერია სააგენტოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.