ტელეკომპანია ,,კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ადასტურებს, რომ ფინანსთა მინისტრმა დახურულ შეხვედრაზე თავის წინამორბედს უტრაკო უწოდა. ,,თქვა თუ არა ფინანსთა მინისტრმა სიტყვა უტრაკო? დიახ, თქვა. საერთოდ არ გავამახვილებდი ამაზე ყურადღებას და არც გამიმახვილებია, სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ არა მისი სასაცილო უარყოფა და ინგა გრიგოლიას სიცრუეში დადანაშაულება. კითხვაზე, რატომ არ თხოვდნენ მისი წინამორბედები იმედს და რუსთავს დავალიანების გადახდას, მან თქვა, რომ უტრაკოები იყვნენ და იმიტომ. დიახ, გვარი ბახტაძე არ უხსენებია მაგრამ ლოგიკურად გამოდის, რომ ბახტაძე იგულისხმა, რადგან ის იყო მისი წინამორბედი. ბოდიშისთ ბატონო ვანო. ძალიან სასაცილო ბრძანდებით როცა იტყუებით,”- წერს ,,ფეისბუქზე” ნინო ჯანგირაშვილი.
დღეს ვანო მაჭავარიანი ინკასოდადებული ტელევიზიების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ მინისტრმა მამუკა ბახტაძე უტრაკო მინისტრად მოიხსენია. გრიგოლიას განცხადება მაჭავარიანმა უარყო და ის ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.