საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მან სანქციების ამოქმედებას ხელი ქართველის ხალხის პატივისცემის გამო არ მოაწერა.
“თქვენ არ მიესალმებით ამ გადაწყვეტილებას? ვინ არ მიესალმება?! იმ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა, იმ უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთეს და მხარდამჭერმა სხვადასხვა ორგანიზაციამ, ქვეყანა შესაძლოა, მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე და სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ხალხის კეთილდღეობაზე არ აისახება, მაგრამ მთავრობა რომ ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის, ფაქტია. ეს განცხადებები სწორედ იყო პროვოკაციული, მიმართული იმისკენ, რომ ასეთი რეაქცია გამოეწვია, რა რეაქციაც მას მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.