სააპელაციო სასამართლოში ირაკლი ხვადაგიანის საქმეს, მოსამართლე მურუსიძე იხილავს.საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბატორიის მკვლევარს ირაკლი ხვადაგიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
“არ მინდა ჩემი გათავისუფლების საბუთზე თქვენი ხელმოწერა იყოს, დამტოვეთ.” – განუცხადა ხვადიგიანმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს, რომელიც მის საქმეს განიხილავს.
ირაკლი ხვადაგიანი 20 ივნისის აქციის დარბევისას, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის მუხლებით დააკავეს. ხვადაგიანის თქმით, მას დაკავებისას სცემეს და თვალის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულებს შორისაა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც აქციის ღამეს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და ძმასთან, ასევე ისტორიკოს დავით ხვადაგიანთან ერთად დააკავეს.ირაკლი ხვადაგიანი 20 ივნისის აქციის დარბევისას, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის მუხლებით დააკავეს. ხვადაგიანის თქმით, მას დაკავებისას სცემეს და თვალის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.