,,თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო”,- ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველი ჟურნალისტების მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მინისტერიალის შესახებ კითხვა დაუსვეს.
ტელეკომპანია იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ლავროვს ეკითხებოდნენ, ჩამოვა თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში იმის გათვალისწინებით, რომ მას ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული. პასუხის ნაცვლად, მან ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ხვალ მიიღებენ გადაწყვეტილებას მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით.
,,ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი მოლოდინი არის, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, განვუმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც იქნება სტრასბურგში მიღებული” ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
{{VIDEO}}