საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა. 31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა.
„თქვენს მიმართ ჩვენი პარტნიორები უდიდეს პატივისცემას, ნდობას და თქვენი მსახურობის მაღალ შეფასებას გამოხატავენ. მთელი ქვეყნის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ სამშობლოსთვის გასწიეთ. დღეს მინდა გავიხსენო საერთშორისო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირები და მათ სულებს ერთად მივაგოთ პატივი.
დღევანდელ დღეს გლობალური საფრთხები ყველგან იზრდება და თქვენ იცით, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს შიგნით ვერ იქნება დაცული, თქვენ სწორედ ქვეყნის გარეთ დგახართ სადარაჯოზე და იცავთ მშვიდობას, რისთვისაც მინდა გითხრათ დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.