“თქვენ ხართ არაადამიანები..აუცილებლად გვამები უნდა გენახათ?”-სოსო გოგაშვილის შვილი

“თქვენ ხართ არაადამიანები“, – ამ სიტყვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე  სოსო გოგაშვილის შვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს.

ნინი გოგაშვილი  ხალხის იმ ნაწილს, რომელიც  მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, ტერორისტის თანამოაზრეებს უწოდებს.

„გამწარებულ მამას ეპატიება” – ამას ვინც ამბობთ, თქვენ ხართ არაადამიანები. თქვენ არ გიყვართ თქვენი ოჯახი, თქვენ არ გიყვართ თქვენი შვილები და თქვენ ხართ ტერორისტის თანამოაზრე, ვინც ასე ფიქრობთ!!!! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა ეს ტერორისტული აქტი, რომ განეხორციელებინა ,,გამწარებულ მამას თავისი ფიქრები” და რომ მოვმკვდარიყავით ამდენი ადამიანი, მერე რას იტყოდით, უგულო ,,ადამიანებო”? თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენს ადგილას, მაინც აპატიებდით?!!! თუ აუცილებლად გვამები უნდა გენახათ, ამას ელოდებით???“, – წერს სოციალურ ქსელში  გოგაშვილი.