„თქვენ ხართ კრიმინალი, რომელსაც მალე დაადებენ ხელბორკილებს“ – ამ სიტყვებით ნიკა მელიამ გახარიას მიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი უწყების ხელმძღვანელ გახარიას არც ერთ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
ნიკა მელიამ მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრს ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული დანაშაულები ჩამოუთვალა და ამ საქმეების გამოუძიებლობის გამო მას პასუხისმგებლობა დააკისრა.
„სანამ სარკაზმით ისაუბრებდეთ, იმ უმტკივნეულო საკითხებზე, რაც ასიათასობით ადამიანს აწუხებს, კარგად დაფიქრდით! რაც მინისტრი ხართ 55 პროცენტით გაიზარდა კრიმინალი. 90 პროცენტით არის გაზრდილი ქრთამის აღება საჯარო სამსახურებში. ამ ყველაფერზე მოგიწევთ პასუხისგება. ასეთი დათრგუნული, დაღლილი, ილაჯგამოლეული შს მინისტრი, რომელსაც არანაირი პასუხი არ გააჩნია, არის საშიში სახელმწიფოსთვის“ – განუცხადა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს.