ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია ,,ფორმულას” და მის ჟურნალისტს ტროლი და ბოტი უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება ტროლებს არ არის ამოფარებული და ყალბ ინფორმაციას ,,ოცნების” მხარდამჭერები ავრცელებდნენ, რაშიც რეალობას აცდენილი არაფერი ყოფილა. “მმართველი პარტია არანაირი ტროლისა და ბოტის უკან არ დგას, მაგრამ ადამიანებს აქვთ თავისი უფლება გამოხატონ თავისი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებაში მე არასდროს არ შემხვედრია ფეისბუკ სივრცეში ისეთი რამ, რაც არ უკავშირდება რეალურ ცხოვრებას, რომელიც შექმნა “ნაციონალურმა მოძრაობამ”,- განაცხადა ვოლსკიმ,
შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს ,,ფეისბუქმა” 314 გვერდი, 39 პროფილი და 13 ჯგუფი გააუქმა, რომელებიც მთავრობასთან და კომპანია ,,პანდასთან” იყვნენ დაკავშირებული.