ბიზნესმენი ლევან ვასაძე 17 მაისთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს,სადაც ის ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელისუფლებას მასობრივი არეულობით ემუქრება.
“ამას წინათ ვისმენდი ჩვენი უმწიფარი პრეზიდენტის გამოსვლას ევროპაში, სადაც ის დარცხვენით თავს იმართლებდა საკუთარი ერის ნებაზე არ ჩაატარებინოს მამათმავალთა აღლუმი თბილისში ივნისის თვეში, პრემიერმა საკუთარი ხალხი მარგინალებად მოიხსენია, ამავე პრეზიდენტმა აღნიშნა მინდა ღვთისმშობლის წილხვედრობა ვიზეიმოთო, აირჩიეთ პრემიერო ან ღვთისმშობლის წილხვედრობა იზეიმეთ ან ამ წილხვედრს უწოდეთ მარგინალური”
“ამერიკის საელჩოს ლიბერასტებს ვურჩევ აწი დაეტიონ თავიანთი საელჩოს პერიმეტრში..იცოდნენ თავიანთი ადგილი საქართველოში…აშშ-ს საელჩომ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გაეროს ეგიდით ჩასატარებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში, რომელსაც ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა მივმართო მათ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მასობრივ არეულობას, რომელიც შესაძლოა, თქვენი ხელისუფლების დამხობით დასრულდეს და ამაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ”, – აცხადებს ლევან ვასაძე.