“სისულელეა” – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე სუს-ში მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.
კალაძე აღნიშნავს, რომ “იდიოტი არ არის” და არ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც დააზიანებს.
საუბარია “მთავარი არხის” ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც კახა კალაძის კომპრომატირებას საგამოძიებო უწყება სამშენებლო კომპანია არქი ჯგუფსა და “ქართული ოცნების” დეპუტატზე, ილია წულაიაზე გასვლით ცდილობს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, იგეგმება დედაქალაქის მერის დადანაშაულება კორუფციულ გარიგებაში, რომლის დრისაც “არქის” 16 მილიონის ქონება 1-ლარად გადაეცა.
ბიზნესმენები, რომლებსაც კახა კალაძისთვის ხელის დადება მოეთხოვებათ მონაწილეობდნენ ტენდერში, რომელშიც “არქიმ” გაიმარჯვა. კალაძე ილია წულიასთან მეგობრობას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ქონების გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს.
„სასაცილოა ახლა ეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებ?! არ ვტოვებ! ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც პირველ რიგში ჩემთვის იქნება დამაზიანებელი.
რა კორუფციული გარიგებები? – ზღაპრებს ყვებით რაღაცას. სასაცილოა. ილია წულაიასთან ვმეგობრობ ბავშვობიდან. რა არის ამაში ცუდი?! მე არ მაქვს ინფორმაცია (16 მილიონის ქონების 1-ლარად გადაეცემაზე)“- აცხადებს კალაძე.