“თქვენ უკვე შესული ხართ თბილისის იმ დიდ მერებს შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს და გახადეს თბილისი” – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეაბილიტირებული ორბელიანის მოედნის გახსნის ღონისძიებაზე ქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართა.
„ყოველდღიურად ვუყურებდი, აქ რა ხდებოდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორბელიანის სასახლეში გადმოვედი და ვინმე დღეს თუ იკითხავს, რატომ გადმოვედი ორბელიანის სასახლეში, მიდით და ნახეთ, ეს უბანი როგორი არის და თუ არ უნდა იყოს პრეზიდენტის უბანი და თქვენი უბანი?! იმიტომ, რომ ეს არის მართლა თბილისელების უბანი, თბილისისთვის ცენტრი და მე გავიტან კი არა თბილისის შესახებ ამბავს, თვითონ გაიტანს თბილისი თავის ამბავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სხვადასხვა ტიპის სამუშაო შესრულდა, რომელსაც 2 წელი დასჭირდა.