“თქვენი პრემიერი არ მინახავს, რაც შეეხება სააკაშვილს, ის უკრაინაშია”- ასე უპასუხა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. კითხვა გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის თანახმადაც ზელენსკი მამუკა ბახტაძეს შეხვდა.
ოფიციალურად მამუკა ბახტაძის შეხვედრა ზელენსკისთან არ დაგეგმილა,თუმცა “რუსთავი2”-მა გაავრცელა კადრები სადაც ერთდროულად ბრიუსელში სასტუმროს სხვადასხვა შესასვლელიდან საქართველოს პრემიერისა და უკრაინის პრეზიდენტის კორტეჟები შევიდნენ.
ევროკავშირში საქართველოს ელჩის მტკიცებით, ბახტაძე შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად 1 თვით ადრე 4 ივნისს ჩავიდა.