„თქვენმა ოპოზიციამ აბსოლუტურად ბოროტი განზრახვით მოაწყო პროვოკაცია,“ – ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია ”ედინაია როსიას” წევრმა, გენადი ონიშჩენკომ გააკეთა.
ონიშჩენკო თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გამართვის მცდელობას ეხმაურება, რა დროსაც, რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს თბილისის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწია, რადგან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტმა გაღიზიანება გამოიწვია.
ონიშჩენკო ამბობს, რომ რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური სანქციის გარდა, პოლიტიკურიც უნდა დააკისროს.
„თქვენ მოიწვიეთ ქრისტიანული ქვეყნების ასამბლეა საქართველოში და დიდი ხნის, სამი წლის განმავლობაში ცდილობდით, რომ ეს შეხვედრა საქართველოში ჩატარებულიყო. თქვენმა ოპოზიციამ, აბსოლუტურად, ბოროტი განზრახვით მოაწყო პროვოკაცია. იქ არ იყო ხალხი, იქ იყვნენ მოსყიდული მებრძოლები და ეს აქცია იყო მთლიანად პროვოცირებული, ამიტომ, რუსეთს ჯერ არ მიუღია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მიიღებს არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ონიშჩენკომ.