“თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში და ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება”-ამ სიტყვებით ქართული ოცნების დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გახარიას და მის მინისტრთა კაბინეტს მიმართა და ნდობა გამოუცხადა.
“მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლება შედგება სუფთა ადამიანებისგან და ის არ იტყუება. მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ეს ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ და არც თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში და ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება. ეს არის ჩემი კითხვაც და პასუხიც და აქედან გამოდის ყველაფერი დანარჩენი იმ შრომაში გავაკეთოთ ერთად”-განაცხადა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.