“თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ”-გვარამია სალიას


პაატა სალია ამ წუთებში  “რუსთავი 2”-ში იმყოფება და ჟურნალისტებს ხდვება. მანამდე კი მან ნიკა გვარამიასთან დალაპარაკება სცადა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

გვარამიამ განაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებს. 

“არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით დემოკრატიის დასამარხად, ჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით,”-უთხრა ნიკა გვარამიამ სალიას.

„ქიბარ ხალვაშს გერმანიის მოქალაქეობა ვერ უშველის, ციხეში დაასრულებს აუცილებლად. სხვათაშორის, უცხოეთის მოქალაქეს რამდენად აქვს მედიის ფლობის უფლება, ესეც გასარკვევია, როგორ დაარეგისტრიდა. არანაირი ფუფუნება არ გექნებათ წინააღმდეგობის გაწევის. 3-ოთახიანი ოფისიდან 20 მილიონიან შენობაში რომ გადმოვიდა ქიბარ ხალვაში, რას ფიქრობს ამაზე? სასამართლო და ხალვაში ფიქრობენ რომ ეს იყო სწორი?“, – მიმართა გვარამიამ სალიას, რაზეც „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის პასუხი იყო: „ხალვაშმა სასამართლოს მიმართა და მედიის წინაშე არ დაუწყია საუბარი. ვხედავ, რომ არ გინდა, ცივილებულად მოხდეს გადაბარება“- აღნიშნა გვარამიამ.

არხის უკვე ყოფილმა გენერალურმა სალიას განუცხადა, რომ კოლაბორაციონალისტებთან ვერ ითანამშრომლებს.

„ლავროვის მოთხოვნით და ბიძინა ივანიშვილის უზრუნველყოფით აქ შემოვარდნილ ადამიანს როგორ უნდა ველაპარაკო?“-უთხრა გვარამიამ სალიას.

სალიამ კი უპასუხა, რომ მათი საუბარი აბსურდი იყო და სალაპარაკოდ ნიუსრუმში არხის ჟურნალისტებთან გადაინაცვლა.