პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან იოსელიანი ”სამოქალაქო მოძრაობიდან”, მოქალაქეებს აქტივობისკენ მოუწოდებს.იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩევლების აქტივობა 21%-ია რაც ძალიან დაბალია.
„ჩვენს მიერ თავის დროზე შეგროვილი ჩვენი მხარდამჭერების სია, რომელიც წარვადგინეთ სარეგისტრაციოდ, როცა მე უნდა გამევლო რეგისტრაცია, ამ სიიდან ნაწილი მათგანი 10-მდე ადამიანი არის ამოღებული საარჩევნო სიიდან. ეს ადამიანები დაგვიკავშირდნენ და თავიანთი თავი ვერ აღმოაჩინეს სადაც აძლევდნენ ხმას. მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე დაბალი აქტივობა არის მთაწმინდაზე. 5 საათის მონაცემებით ეს არის 21% , რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ყველაზე დაბალი და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ხელისუფლებას გაეხსნას გზა და ეს არჩევნები დაასრულოს ისე როგორც მას სჭირდება. თუ არ მოხვალთ არჩევნებზე და არ გააკეთებთ თავისუფალ არჩევანს სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მოუტანს თავის მხარდამჭერებს და დადგება ის შედეგი რაც ხელისუფლებას უნდა,“-განაცხადა ლევან იოსელიანმა.