“თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში შესვლამდე განუცხადა.
ოქრიაშვილის თქმით, ის პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე იღებს.
„მე ვარ დეპუტატი, მე არ ვარ შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა უნდა დაუსვათ შსს-ს წარმომადგენელს, რატომ მოხდა აქციის დაშლა.
მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, ასევე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხედვებზე,“ – აღნიშნა ოქრიაშვილმა.