“თუ ბრალი არ დაუმტკიცდება, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას” – კალაძე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ დეპუტატზე

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატის  საქმეს, რომელსაც  მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ედება ბრალი, თბილისის მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, თუკი გამოძიება ილია ჯიშკარიანის ბრალეულობას არ დაადასტურებს, ის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს.

“გამოძიება მიმდინარეობს, თუ მას დაუმტკიცდება ბრალეულობა, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს და კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. თუ მას არ დაუმტკიცდება, გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას.”- განაცხადა კალაძემ.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. თამთა თოდაძე ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ სასამართლოს 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.