კიდევ ერთი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს ვანო მერაბიშვილის განცხადებას და ამბობს, რომ თუ დამხობა უნდათ, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ.
,,შეიძლება მოიხადა წლები, სასჯელიც, სამართალიც, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა მას სახეზე არ ეტყობოდა. აბსოლუტური უპასუხისმგებლობა და ისევ ძალაუფლების ჟინი და ლტოლვა თან იმდაგვარი მეთოდით, რა მეთოდიც მათ ჰქონდათ ყოველდღიურ წესად: დამხობა, ძალადობა, დაჭერა, გვამები გარედან, შიგნიდან. ეს დასრულებულია. თუ დამხობაზე აქვთ საუბარი, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი.
ციხის დატოვებისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ,,ქართული ოცნების” მმართველობა დასრულდება. მათი “დამხობის შემდეგ” ე.წ. მატროსოვის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.