“თუ დროში გაიწელება,მომდევნო წლებში გადავალთ,გავაგრძელებთ“ – კალაძე ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე

კახა კალაძემ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე გამოიცვლება კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა.რეაბილიტაციის პირველ ეტაპს 3 თვე დასჭირდება.
„კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი პროექტების განხორციელება შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია. ვადებს რაც შეეხება, პირველი ეტაპის სამუშაოები სამი თვის განმავლობაში უნდა დამთავრდეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის მიწისქვეშ განთავსებული ქსელი. რეალურად არავინ იცის მისი არსებული მდგომარეობა. ერთი ვიცით, რომ არის ძლიერად დაზიანებული. თუ დავინახეთ, რომ დროში იწელება და მთლიანი ქუჩის რეაბილიტაცია სრულად ვერ მოხერხდება, დავამთავრებთ პირველ ნაწილს, რაც არის დაწყებული და შემდგომ მომდევნო წლებში გადავალთ სხვაზე“, – განაცხადა კალაძემ.