სამეგრელოში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მუქარას და პროვოკაციას საქართველოს ხელისუფლება შესაბამის პასუხს გასცემს.
„ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ, მცოცავი ოკუპაცია არ არის. ეს ამბავი დაიწყო 2008 წელს, ღობე იქნება ადგილზე, თუ რუსული ჯარი იქნება და არ შეგვიშვებენ, ჩემთვის ერთი და იგივეა.
ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, თუ გახსნიან ცეცხლს, ჩვენ პასუხს გავცემთ რა თქმა უნდა და ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიებს და მოსახლეობას დავიცავთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმზე გადასვლა გამოცხადდა. კიდევ უფრო ადრე დე-ფაქტო ცხინვალმა საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა.