თუ კი ცალკეული პირები მოქმედებდნენ თვითნებურად, სად იყო ამ დროს მინისტრი, რატომ არ შეაჩერა პროცესი?-ბესელია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ თუ კი ცალკეული სამართალდამცავები მოქმედებდნენ თვითნებურად ესეც შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა.

“მყისიერად უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უწყების ხელმძღვანელის მხრიდან. რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც ასევე დაგვიანდა, არ არის საკმარისი რომ უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე ადამიანს. და საუბარია რომ ორი პირის მიმართ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ვნახეთ კადრები სადაც გაცილები უფრო მეტი სპეცრაზმელი და ძალოვანი უწყების თანამშრომელი მოქმედებს კანონის მიღმა. ცალკეული პირები მოქმედებდნენ თითქოს თვითნებურად და ბრძანების გარეშე, მაშინ სად იყო პასუხისმგებელი პირი, ან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირები, რატომ არ შეაჩერეს ეს პროცესი,“-განაცხდა ეკა ბესელიამ.