“თუ ლაპარაკი ჯერ კიდევ ვერ ისწავლეთ, მაშინ გაჩუმება უნდა ისწავლოთ…“ – მერაბ მეტრეველი სალომე ზურაბიშვილს

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და გამოთქვამს აზრს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სინამდვილეში საქართველოს პრეზიდენტის განცხადება:

„ქალბატონო პრეზიდენტო, მაგ თქვენი ნათქვამისთვის უნდა დაგემატებინათ ორი სიტყვა „მრავალრიცხოვანი“ და „ბევრი“ და ყველაფერი თავის ადგილზე იქნებოდა. აი, ასე უნდა გეთქვათ:

„ჩვენ არც მრავალრიცხოვანი ჯარი გვაქვს (გვყავს ანუ), არც ბევრი იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა.“

დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ამასაც გულისხმობდით და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არ იცით, ჯარი გვყავს, თუ არა (ბოლოს და ბოლოს გამოსულხართ მათ წინაშე რამდენჯერმე), მაგრამ როდესაც პოლიტიკაში ხართ და მით უმეტეს, უმაღლეს თანამდებობაზე ყველა სიტყვას (თქმულს, თუ ართქმულს) მნიშვნელობა აქვს და თუ ლაპარაკი ჯერ კიდევ ვერ ისწავლეთ, მაშინ გაჩუმება უნდა ისწავლოთ. სხვა გზა უბრალოდ არაა!“