“მთაწმინდელობა კოცნით გადადის”, — გირჩი ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიხედვით, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჰერმან საბო სურვილისამებრ, აკოცებს ყველას, ვინც შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდაზე გადაეწერება.
“ჩვენთვის მთაწმინდის არჩევნები არის 2020 წლის არჩევნების რეპეტიცია. არსებულ რეალობაში, არჩევნების მოგება მხოლოდ თავისუფალი და მიზანდასახული ადამიანების საზოგადოებას შეუძლია.
ასეთი საზოგადოების მშენებლობის დასაწყებად ვიყენებთ მთაწმინდის არჩევნებს. სწრაფად და ხარისხიანად უნდა გავიცნოთ ახალი ადამიანები, შევძლოთ ერთმანეთთან სერიოზულად და გულწრფელად საუბარი, რის გარეშეც ურთიერთობას აზრი არ აქვს.”-ნათქვამია გირჩის განცხადებაში.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება, სადაც გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატად ჰერმან საბოა წარდგენილი.