საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში შეწყალებების სკანდალზე ისაუბრა.ასევე მან აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში შეწყალება მკვლელებსაც ეხება
“შეწყალება უნდა შეეხოს თუ საჭიროება არის, ძალიან მძიმე დანაშაულებსაც კი, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს. ანუ ჩვენ ანგელოზებს და უდანაშაულო ადამიანებს არ ვიწყალებთ და შეწყალება არ ნიშნავს, რომ ადამიანი უდანაშაულო იყო, პირიქით, შეწყალების საფუძველი არის ადამიანის მიერ აღიარება თავისი დანაშაულის”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდებული რამდენიმე პირი იყო.