“ყველა ერთმანეთის ნათესავია ბატონებო და ქალბატონებო, A თუ B-ს ნათესავია, B თუ C-ს ნათესავია, ამ შემთხვევაში A და C ნათესავები გამოდიან. მე ამ ეტაპზე თქვენი ნათესავიც ვარ”, — ასე უპასუხა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ჟურნალისტების კითხვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შესაძლო ნათესაობის შესახებ.
ოპოციზიის წევრები ამბობენ, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეთანხმებით მოქმედებს იმ საეჭვო გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა. მათი განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე მირანდა მესხის უკანონო ქმედებებზე შესაბამის რეაგირებასარ ახდენს.
„რა შუაშია შვილის ნათლია. თამარ ჟვანია სანამ ცესკო-ს თავმჯდომარე გახდებოდა, მე ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, ამაზე აღარ გავაკეთებ მეტ კომენტარს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაფერზე რეაგირებს, აქ ვინც, ესწრებოდა, ვისაც პროცედურა ესმის, ყველასთვის ნათელი და გასაგებია, რა მოხდა. თქვენ თუ არ გესმით კანონი, მე რა გავაკეთე და რა არ გავაკეთე, ცივილური ფორმებით შეგიძლიათ, ეს გაასაჩივროთ. გადაწყდა და დამტკიცდა სპეცსიები, პირველი ნაწილი უბნებზე სპეცსიის შემადგენლობით და მეორე ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსია. სიების გატანასთან დაკავშირებით გაკეთდა ყველანაირი კომენტარი და არანაირი კანონდარღვევა ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. არანაირი განცხადება ამ ეტაპზე გადადგომასთან დაკავშირებით არ ფიქსირდება,”-განაცხადა მესხმა.
მირანდა მესხის გადადგომას ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” ითხოვს, თუმცა მესხი გადადგომას არ აპირებს.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წევრები სხდომაზე ბეჭდების გატანის ვიდეომტკიცებულებების განხილვას ითხოვდნენ. ვიდეოთი ხატია დეკანოიძის თქმით, ფაქტის უკანონობა დასტურდება.