თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ იმოძრავებს. ამის შესახებ მან ბრიფინგის დროს განაცხადა.
“დღეს ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არაა მიღებული, თუმცა ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით. თუ ამის საჭიროება იქნება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება”, – აღნიშნა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიკროავტობუსის მცირე სივრცე კორონავირუსის გამო საფრთხის შემცველია.
შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის საქარათველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დაფიქსირებული.