საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მსჯავრდებულების შეწყალების საკითხზე პარლამენტის კომიტეტებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეწყალების საკითხზე კონსულტაცია უნდა გაიმართოს.
“მის განცხადებაში მოვისმინე, რომ პრეზიდენტსაც შეიძლება შეცდომა მოუვიდეს. შეწყალების აქტი არის ჰუმანური აქტი და ასეთი სახის შეწყალება საზოგადოების სრულ თანხმობასა და გამთლიანებას უნდა იწვევდეს. პრეზიდენტი თავად ხედავს, რომ ასეთი სახის გადაცდომებს შეიძლება საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოჰყვეს, დარწმუნებული ვარ, შემდეგი ნაბიჯები საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. მიმაჩნია, რომ თუ შეწყალება კანონმდებლობით რეგულირდება, მაშინ ეს შეწყალება არ არის და პრეზიდენტი რატომ არის საჭირო? კრიტერიუმი იგივეა, რომ ჩარჩოში მიაქციო, რა სახის ურთიერთობა უნდა იყოს პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, ამას ვნახავთ. კონსულტაციები უნდა გაიმართოს, თუმცა რეგულაცია თუ კანონმდებლობით მოხდება, მაშინ შეწყალების აქტი აღარ იქნება”, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.