“თუ დღევანდელი დღე და სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია” – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ სინოდის სხდომაზე შესვლამდე გააკეთა.
“ჭეშმარიტება არის მარადიული, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და საბოლოო სიტყვას იტყვის უფალი. რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, თუ დღევანდელი დღე და სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია”- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრე აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო შეიქმნას და ყველა იერარქის საკითხი უნდა გადაწყდეს ამ სასამართლოზე. მისი თქმით, სინოდის სხდომაზე აუცილებლად უნდა დადგეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი.
ჟურნალისტების კითხვა უკრაინის ავტოკეფალის თემასაც ეხებოდა.
“უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია”-განაცხადა მეუფე პეტრემ.