“თუ წესიერად მოიქცევით ჩაგირთავენ მიკროფონს”- ბოკერია-გახარიას კითხვა-პასუხი პარლამენტში (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრობის და მის მიერ დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტის მოსმენა “ევროპული საქართველოს” ფრაქციაში ხმაურით დაიწყო.  “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ გახარიას გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით შეკითხვები დაუსვა და კონკრეტული კანონის 2 პუნქტი  წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქართულ მხარეს შეეძლო გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვა.

“არ მიპასუხია თქვენ ერთი მსახიობის თეატრში კი არა ხართ”-მიმართა ბოკერიას გახარიამ.

ბოკერიას კითხვაზე უნდა შემოეშვათ თუ არა საქართველოში გავრილოვი, გახარიამ უპასუხა , რომ გავრილოვის გარდა სამიტში  სხვებიც მონაწილეობდნენ.

“ეს იყო საერთაშორისო პლატფორმა, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებდა ამ ბატონის გარდა კიდევ ბევრი სსხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი”-უპასუხა გახარიამ.

ბოკერიამ გახარიას მოსთხოვა კითხვაზე კონკრეტულად ეპასუხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიკროფონს არ ჩაურთავდნენ.