რამდენიმე წლის წინ თურქებმა გადაიღეს რეკლამა ბათუმში სადაც თურქი წყვილის ბათუმში მოგზაურობაა ასახული. კადრებში მოხვდა ბათუმის ცენტალური ქუჩები, ბოტანიკური ბაღი, ადგილობრივი სამზარეულო, სანაპირო, ღამის ცხოვრება, ქართული ცეკვა და ა.შ.”9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაისვენოთ ბათუმში” – ასე ჰქვია რეკლამას.
აღნიშნული ვიდეორგოლო განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა რაც რუსეთმა ე.წ. ტურისტული ემბარგო დაგვიწესა. სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“, რომლის მიზანიც ქართული ტურიზმის პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი უცხოელის დაინტერესებაა ჩვენი ქვეყნით.
{{VIDEO}}