თურქეთის პოლიციამ 1 ტონა ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ ეგეოსის პროვინციაში, თურქეთში, 1 ტონამდე ნარკოტიკი ამოიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ იზმირის გუზელბაჰჩეს რაიონში, სამართალდამცველებმა შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს, სადაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოჩნდა. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში გასულ წელს 17.3 ტონა ჰეროინის კონფისკაცია მოახდინეს და 1 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი დააკავეს.