საქართველოში თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციალურ მედიაში პროვოცირების მიზნით შექმნილია ყალბი გვერდები.
კერძოდ,თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები.
„თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ. ამ დრომდე დადასტურებულად ყალბი ფეისბუქგვერდებია გთხოვთ, არ მიიღოთ სარწმუნოდ ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას“,- აღნიშნულია საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.