“გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა” – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლეთ ჩავუშოღლუ ნატო-ს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას  “Reuters” წერს

“არ მესმის რატომ არ არის საქართველო ამ დრომდე მოწვეული, ან რატომ არ არის წევრობის სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ არიან შეთანხმებულნი, რომ მოიწვიონ საქართველო, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. მაგრამ ჩვენ ვჭირდებით საქართველოს და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს წევრი “, – განაცხადა მევლეთ ჩავუშოღლუმ დავოსში, გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.  

მევლეთ ჩავუშოღლუმ გერმანულენოვან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ასევე  აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ყოველთვის მხარს დაუჭერს მაგრამ საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯის გადადგმას, რუსეთის შიშით ვერ ბედავენ.