თურქეთში ავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მჯომხდარ ავტოავარიას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.  ავარია დილას ტრაპიზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით, ავტობანზე მოხდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები, ხულოს მცხოვრებლები არიან და თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

ავარიის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც  საავადმყოფოში გადაიყვანეს.