ანკარაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს, მათი ინფორმაციით,დაკავებულებს ბრალი ბინების გაქურდვაში ედებათ.
მოპარული ნივთების ნაწილი პოლიციამ მათი ბინებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. მათ შორის იყო ტელეფონები, საათები და სხვა ძვირფასეულობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებს მოპარული ნივთები ნაქირავებ ბინაში ჰქონდათ შენახული.