თურქეთში ჩასული მგზავრი, რომელსაც მსოფლიოში ახალი, საშიში, კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა უკან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წერს. ინციდენტს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს. გამოცემა წერს, რომ ვირუსით დაავადებული ქალი ჩინეთში შეთანხმების საფუძველზე დააბრუნეს.
შეგახსენებთ რომ ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 26-ს მიაღწია, დაავადებული კი 800-ზე მეტია.
მთავრობამ ქალაქ უჰანში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა.
ჩინეთის ხელისუფლება მოუწოდებს უჰანის მცხოვრებლებს, არ დატოვონ ქალაქი და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღესაც გააგრძელებს მსჯელობას , გამოცხადდეს თუ არა განსაკუთრებული მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი ინფორმაციაა საჭირო.