თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი დააკავეს

თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით 8 ქართველი ქალი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ართვინის პროვინციის პოლიციაში შეტყობინება შევიდა, რომ ხოფაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები პროსტიტუციას არალეგალურად ეწეოდნენ.

პოლიციამ სპეცოპერაცია რამდენიმე  კლუბსა და სასტუმროში და სულ 33 სექს-მუშაკი დააკავა.

დაკავებულებს შორის ასევე არიან რუსეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები.