თურქეთში რუსულ მაფიასთან დაკავშირებული 4 ქართველი დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით  სტამბოლში რუსულ მაფიასთან კავშირში მყოფი ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს, მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

თურქეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თვალთვალის შემდეგ ჩ​ატარებული ოპერაციის შედეგად  16 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის რუსეთის 1, უკრაინის 3, საქართველოს 4 და აზერბაიჯანის 8 მოქალაქეა. ჩხრეკის შედეგად 11  ცეცხლსასროლი იარაღი 222 ტყვია ამოიღეს.