თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს.
თურქმენეთის მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებმაც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით ჭორები გაავრცელეს.
პრეზიდენტის დაღუპვაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,ქვეყნის კულტურის სამინისტროს დაევალა გაექარწყლებინა ჭორები. უწყებამ სპეციალური ვიდეორგოლიც შექმნა, სადაც კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ დაიჯერონ „სამშობლოს მოღალატეების“ მიერ გავრცელებული ჭორები.
თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია პირველად 20 ივლისს გავრცელდა, თუმცა ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს.