თურქმენეთის საელჩო რუსეთში, ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალებას უარყოფს

თურქმენეთის საელჩო რუსეთში, ქვეყნის პრეზიდენტის, გურ-ბანგული ბერდი-მუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, პრეზიდენტის ავადმყოფობისა და დაღუპვის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა.

ინფორმაცია თურქმენეთის პრეზიდენტის  გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.