თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი 35 წლის მამაკაცია

თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი 35 წლის კონსტანტინე ღუზარაულია. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქზე თუშეთი შენაქოს გვერდი ავრცელებს.

ავარიის მიზეზი პირველადი ინფორმაციით, გზაზე ქვების ჩამოცვივენა გახდა, რასაც  მძღოლი, სავარაუდოდ,  მოერიდა, რამაც   ტრაგიკული შემთხვევა გამოიწვია.

დაშავებული ადამიანის  მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

„აქვს ტვინის შერყევა, საღამოს განმეორებით გამოკვლევას ჩავუტარებთ, რამდენ ხანს დავტოვებთ საავადმყოფოში, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა მკურნალმა ექიმმა, კოტე არჯევანიძემ.