თვითმხილველების ცნობით, ბათუმის ბულვარში 16 წლის ბიჭი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს

ბათუმის ცენტრალურ ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭი სცემეს – ამის შესახებ  თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა  მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა, პოლიციის თანამშრომლებმა მას ველობილიკზე გადასვლა სთხოვეს.

მითითებას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი, ასევე თვითმხილველების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცემისას ბიჭი ცუდად გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

არასრულწლოვანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ექიმი ამბობს, მოზარდს თვალისთვის ხილული ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და სამედიცინო ექსპერტიზას საჭიროებს.