პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც მიზნად ისახავდეს ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას – ასე აფასებენ ანალიტიკოსები ნიკა გვარამიასთვის ბრალის ფორსმაჟორში წარდგენას.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პროცესი შესაძლოა, კავშირში იყოს ახალი ტელევიზიის დაანონსებასთან. მისი თქმით, გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის მიზეზი შეიძლება განპირობებული იყოს იმ რთული ვითარებით, რომელშიც “რუსთავი 2-ის” ახალი ხელმძღვანელობა აღმოჩნდა.
„თვითონ ხომ ვერ დაიბრალებენ, ვიღაცას ხომ უნდა შეაწმინდონ ხელი და ეს ვიღაც არის ნიკა გვარამია. ამით ხდება იმის პრევენციაც, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის გახსნა აქვს დაანონსებული და ამის პრევენციაა და არის პირადი მომენტი, ის საკმაოდ შეურაცხმყოფელად გამოდიოდა “ქართული ოცნების” ლიდერების მისამართით და შეიძლება ვენდეტის ელემენტიც არის ამ ყველაფერში,“ – ამბობს გია ხუხაშვილი.